ამერიკულმა ბულვარლმა პრესამ, National Enquirer – მა გაავრცელა სენსაციური ინფორმაცია, , რომლის მიხედვით ანჯელინა ჯოლის მდგომარეობა იმდენად რთულია, რომ მსახიობი სიკვდილს ებრძვის. გამოცემა იუწყება, რომ მსახიობი, რომლის სიმაღლე 175 სმ-ია, უკვე 35 კგ-ს იწონის . არსებული ინფორმაციით მას აქვს კიბო, ანორექსია და პარანოია. ვრცელდება ხმები, რომ ჯოლის სიცოცხლეს უკვე საფრთხე ემუქრება, თუმცა მსახიობი ამას სულაც არ განიცდის. გამოცემის მიხედვით, მსახიობი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მსახიობმა წონაში კლება 2007 წლიდან დაიწყო, როდესაც დედა კიბოთი გარდაეცვალა. მას შემდეგ მან რამდენიმე რთული ოპერაცია გადაიტანა. გავრცელებული ხმების მიხედვით, მისი მეუღლე, ბრედ პიტი ყველაფერს აკეთებს, რომ ჯოლიმ წონა აღიდგინოს.