რუსულმა კომპანია “გაზპრომმა” საქართველოს მოთხოვნების დაკმაყოფილების გადაწყვეტილება მიიღო. ახალი კონტრაქტით უცვლელი დარჩება რუსული გაზის სომხეთში ტრანზიტის ტარიფი, რის შედეგადაც საქართველო გატარებული ბუნებრივი აირის 10%-ს უსასყიდლოდ მიიღებს.
“წლის ბოლომდე ბუნებრივი აირის ტრანზიტიდან ისევ 10%-ს მივიღებთ, ნატურით. ყველაფერი შეთანხმებულია, მხოლოდ ფორმალური პროცედურები დარჩა“, – განაცხადა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილმა.
შეგახსენებთ, რუსული კომპანია საქართველოსგან ტრანზიტის საფასურის შეცვლას მონეტიზაციით მოითხოვდა, რაც საქართველოს წამგებიან მდგომარეობაში ჩააყენებდა.