ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მარგველაშვილი საარჩევნო თარიღთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

„ჩემი მიზანი, რომ პოლიტიკურ პარტიებს ჰქონდეთ შესაძლებლობა არა მყისიერად, არამედ 6 თვის განმავლობაში, ბევრად უფრო ადრე, ვიდრე აქამდე ხდებოდა, აწარმოონ საარჩევნო კამპანია, იცოდნენ როდის არის არჩევნების დღე. ხოლო, 8 აგვისტოს დასახელება გამომდინარეობდა იმ ხარჯებიდან, რომელიც გასაწევი აქვს ბიუჯეტს ამასთან დაკავშირებით. ხარჯების შემცირებიდან გამომდინარე, ანუ დაფინანსებიდან, რომელიც მიდის თვითონ კომისიებზე, ამის შესაძლებლობა ჩვენი ბიუჯეტისთვის ამ ეტაპზე რთულია. აქედან გამომდინარე, ამ ხარჯებიდან გამომდინარეობს 8 აგვისტო. რატომ დავასახელე ასე ადრე, რადგან მინდა, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა პარტიებმა შესძლონ და დაგეგმონ საარჩევნო კამპანია ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ეს მანამდე ხდებოდა”,- განაცხადა მარგველაშვილმა.

არჩევნების თარიღი არ მოსწონს “საერთაშორისო გამჭვირვალო-საქართველოს” პროექტების კოორდინატორ ლევან ნატროშვილს. მისი თქმით, პრეზიდენტმა უკან უნდა გაიწვიოს განკარგულება.

“ვფიქრობთ, 2 თვე მცირე პერიოდია საარჩევნო კამპანიისთვის, მაგრამ 6 თვე მეტისმეტია. ამიტომ კარგი იქნება, თუ შეირჩევა შუალედური ვარიანტი, მაგალითად, 3-4 თვე. ვფიქრობ, გამოსავალი უნდა მოიფიქრონ – პრეზიდენტმა უკან გაიწვიოს თავისი განკარგულება, ან შეცვალოს ან კონტრასიგნაცია არ გაუკეთონ, სხვა შემთხვევაში არჩევნების დანიშვნის შეესახებ გადაწყვეტილება მისი გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება და საარჩევნო კამპანია დაიწყება”. – აცხადებს ნატროშვილი.

შეგახსენებთ, პრეზიდენტის განკარგულებით 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება.

იტვირთბა....