ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ვითარების გამწვავების გამო სომხეთსა და აზერბაიჯანში მედვედევი მიემგზავრება

აზერბაიჯანი და არაღიარებული მთიანი ყარაბაღი ერთმანეთს კვლავ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ. აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ცნობით, სომხურმა მხარემ 20-მდე დასახლებული პუნქტის მიმართულებით თითქმის 120-ჯერ გახსნა ცეცხლი.

თვითგამოცხადებულ  რესპუბლიკაში კი ამტკიცებენ, რომ ღამით აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ორჯერ სცადეს მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე შეჭრა. არმიის შტაბის ცნობით, სროლის შედეგად ერთი კონტრაქტორი სამხედრო დაიღუპა.

რეგიონში ვითარების გამწვავების გამო სომხეთსა და აზერბაიჯანში რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი მიემგზავრება. მედვედევი სომხეთის პრეზიდენტ  სერჟ სარქისიანს დღეს,აზერბაიჯანის პრეზიდენტ  ილჰამ ალიევს კი ხვალ შეხვდება.

აზერბაიჯანის პრეზიდენტთან მოლაპარაკებები უკვე გამართა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა.

იტვირთბა....