ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა უკრაინის ომი

საპატრულო ხომალდები შავ ზღვაში, რუსული საფრთხის მონიტორინგის მიზნით – რას გულისხმობს ბრიტანული გეგმა

ბირტანული მედიის თანახმად, ევროპაში მუშაობენ გეგმაზე, რომელიც იმ შემთხვევაში ამოქმედდება, თუ უკრაინა და რუსეთი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმებას მიაღწევენ.

ამ გეგმის ფარგლებში განიხილება პატრულირება შავ ზღვაში, კომერციული საზღვაო მარშრუტების უსაფრთხოების მონიტორინგის მიმართ.

ბრიტანული მედია იუწყება, რომ გეგმას UK-ის პრემიერი მომდევნო კვირას ვაშინგტონში დონალდ ტრამპს გააცნობს.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა, რომ მზად არის, საჭიროების შემთხვევაში უკრაინაში ჯარები განალაგოს ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების აღსასრულებლად.

იტვირთბა....