7 ივნისს, ბათუმში ამერიკული ბენდი Maroon 5 კონცერტს გამართავს. ამის შესახებ პროექტის Check in Georgia-ს ავტორებმა განაცხადეს.
პროექტის ფარგლებში, თბილისს ეროსი რამაზოტი და რობი უილიამსი, ხოლო ქუთაისს ხოსე კარერასი ეწვევიან.
როგორც კულტურის სამინისტროში აცხადებენ, Check in Georgia მასშტაბური კულტურული ღონისძიებების სერიაა, რომელიც თბილისსა და რეგიონებში გაიმართება.