ჟურნალისტ შალვა რამიშვილის „იმედიდან“ გათავისუფლების ერთ-ერთ მიზეზად მსახიობ თათია სამხარაძესთან, იგივე ტასო ბარნოვასთან დაპირისპირება სახელდება. გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობმა რამიშვილს სასამართლოშიც უჩივლა.
mpress.ge -ს მიერ მოპოვებული კულუარული ინფორმაციით, შალვა რამიშვილი მსახიობ ტასო ბარნოვასთან სექსუალური ძალადობის მცდელობის გამო გამოუშვეს ტელევიზიიდან.
შეგახსენებთ, გუშინ რამიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ტელეკომპანია “იმედმა” ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გაწყვიტა მასთან კონტრაქტი. ტელეწამყვანის მტკიცებით, ხელმძღვანელობამ ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზები არ განუმარტა.