ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ბრიუსელის ტერაქტებში ეჭვმიტანილი ევროპარლამენტში დამლაგებლად მუშაობდა

 

“ისლამური სახელმწიფოს” ერთ-ერთი ტერორისტი, რომელიც 22 მარტს ბრიუსელში მომხდარი აფეთქებების ეჭვმიტანილია ევროპარლამრნტში დამლაგებლად მუშაობდა. ამის შესახებ ინფორმაცია “როიტერი” ავრცელებს.

„2009 და 2010 წლებში, ბრიუსელის ტერორისტულ თავდასხმებში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი ერთი თვის განმავლობაში იმ დასუფთავების კომპანიაში მუშაობდა, რომელთანაც ევროპარლამენტი თანამშრომლობდა“, – განაცხადა ევროპარლამენტის სპიკერმა.

სამართალდამცავების მტკიცებით, 25 წლის თვითმკვლელმა ტერორისტმა ნაჯიმ ლაშრაუმ თავი ბელგიის აეროპორტში აიფეთქა.

შეგახსენებთ, ბრიუსელში 22 მარტს განხორციელებულ აფეთქებებზე, რომელსაც 31 ადამიანის ემსხვერპლა პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.

იტვირთბა....