aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

„თითოეულ გაქცეულ ადამიანს, დღეს თუ არა ხვალ, საქართველოში ვიხილავთ“

aviabiletebi
ავიაბილეთები

„დღეს ვერ დარწმუნდა რომელიმე სასამართლო საზღვარგარეთ, ხვალ დარწმუნდება აუცილებლად”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დავით კეზერაშვილის ექსტრადირებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ჩვენ უნდა გვესმოდეს ის, რომ დღეს არ დაკმაყოფილდა ექსტრადიცია, ხვალ დაკმაყოფილდება. ჩვენმა ხელისუფლებამ მრავალი თვის, თითოეული ნაბიჯის ეფექტურად გავლის შედეგად, ისე, რომ საქართველოს მთავარ პროკურატურას არ დაუყრია ფარხმალი, სულ რამდენიმე დღის წინ ჩამოაბრძანა ბატონი „მასტერა“ იმ ქვეყნიდან, სადაც ბრძანდებოდა. აქედან გამომდინარე, ჩვენ რა თქმა უნდა თითოეულ იმ გაქცეულ ადამიანს, რომელზეც საქმეა აღძრული, დღეს თუ არა ხვალ, ვიხილავთ საქართველოში. ამისთვის მუშაობა არ შეჩერდება. ჩვენ გვაქვს წარმატების მაგალითები“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილს ახალი ბრალი რამდენიმე თვის წინ წარუდგინა. უწყების განმარტებით, საქმე მოქალაქეთათვის ქონების იძულებით ჩამორთმევას ეხება.

პროკურატურის განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2010 წლის აგვისტოში, საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით კეზერაშვილმა, რომელიც იმ პერიოდში, თავის ბიზნეს-საქმიანობაში, საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი რანგის თანამდებობის პირების განსაკუთრებული მფარველობით სარგებლობდა, გადაწყვიტა გაეფართოებინა თავისი ბიზნესგავლენის სფეროები და ხელში ჩაეგდო ფოთის პორტში ნავთობპროდუქტების და მშრალი ტვირთების გადამუშავებასთან დაკავშირებული ბიზნესი, რომელიც წლიურად ათეულობით მილიონი ლარის მოგებასთან იყო დაკავშირებული.

ბიზნესმენი დავით კეზერაშვილი, ქართული მხარის მოთხოვნის საფუძველზე, საფრანგეთში 2013 წლის 15 ოქტომბერს დააკავეს. საფრანგეთის სასამართლომ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ექსტრადირებაზე უარი განაცხადა და გაათავისუფლა.

იტვირთბა....