აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, პიტ ჰეგსეთმა სოციალურ ქსელში NATO-ს შესახებ ტვიტი გამოაქვეყნა.
„ჩამოვედი NATO-ს შტაბ-ბინაში. ჩვენი ვალდებულება ნათელია: NATO უნდა იყოს უფრო ძლიერი, უფრო მომაკვდინებელი – და არა დიპლომატიური კლუბი. დროა, მოკავშირეებმა გამოწვევას უპასუხონ“, – წერს ის X-ზე.
შეგახსენებთ, დღეს დასავლელი მოკავშირეები, რამშტაინის ფორმატის ფარგლებში, შესახვედრად ემზადებიან.