ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

პუტინმა ეროვნული გვარდიის აღდგენის განკარგულება გასცა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ეროვნული გვარდიის აღდგენის განკარგულება გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას “გაზეტა რუ” ავრცელებს.

“შეიქმნება ფედერალური სამსახური, რომელიც იქნება ცალკე სტურუქტურა და ის მხოლოდ მე დამემორჩილება”. – განაცხადა პუტინმა.

პუტინის გადაწყვეტილებით, ეროვნულ გვარდიას ძირითადად ტერორიზმისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა დაევალება, მებრძოლებს კი გაუფრთხილებლად სროლისა და ფიზიკური ძალის გამოყენების უფლება მიენიჭებათ.

ვლადიმერ პუტინის ხელმოწერილი კანონპროექტი სახელმწიფო სათათბიროს განსახილველად უკვე გადაეგზავნა.

იტვირთბა....