ახალი ამბები

„დავით კეზერაშვილი ფორმულას 26%-იან წილს თმობს“ – მედიაჩეკერი

მედიაჩეკერის ცნობით, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი ტელეკომპანია „ფორმულას“ 26%-იან წილს არხის გენერალურ დირექტორს, ზურაბ გუმბარიძეს სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადასცემს.

გუმბარიძე ამჟამად არხის 12.25%-იანი წილის მფლობელია.

„6 თებერვალს მხარეებს შორის ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა, სადაც ნათქვამია, რომ „წილის მიმღებს წილის გამსხვისებლის საკუთრებაში არსებული წილის ყიდვის/საკუთრებაში მიღების სანაცვლოდ წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით წილის გამსხვისებლისათვის გადახდილი აქვს სიმბოლური თანხა 1.00 (ერთი) ლარის ოდენობით“.

იტვირთბა....