1-სუნამო ძალიან იაფად იყიდება (შეადარეთ ბრენდის ოფიციალურ ვებ გვერდზე რა ფასად არის სუნამო წარმოდგენილი და თუ განსხვავება დიდია, დაფიქრდით).
2-სუნამოს ყუთი ცუდად არის შეფუთული.
3-სუნამოს ბოთლზე წარწერები ძალიან სუსტად არის გამოხატული და გაურკვეველია, ან პირიქით-ზედმეტად მკვეთრად და მსხვილად არის წარწერა.
4-სუნამოს ყუთს და ბოთლს დაბალი ხარისხის ქაღალდი აქვს დატანებული წარწერებისთვის.
5-სუნამოს ყუთს უსწორმასწორო კიდეები აქვს.
6-სუნამოს თავსახურს ცუდი შესახედაობა აქვს, უხარისხოა, დაზიანებულია.
7-სუნამოს სითხე უცნაური ფერია (ამიტომ აუცილებელია იცოდეთ კონკრეტული ბრენდი რა ფერის სითხეს იყენებს სუნამოსთვის).
8-სუნამოს სითხე გამჭვირვალე არ არის, შეინიშნება უცხო სხეულები.
9-სუნამოს ყუთსა და ბოთლზე წარწერები გრამატიკული შეცდომითაა წარმოდგენილი (ამიტომ უნდა იცოდეთ კონკრეტული ბრენდი რა სახელწოდებას იყენებს, ამავდროულად გაითვალისწინეთ, რომ სწორი ფორმაა parfum და არა-parfume)
10-კოდი დატანებულია დიდად, შესამჩნევად და უხეშად სუნამოს ყუთსა თუ ბოთლზე.
11-სუნამოს ბოთლის მინა უხეშია, არათანაბარი მოყვანილობის.
12-სუნამოს ბოთლზე აქსესუარები უხეშად ან არათანაბრად არის დაკრული, აქსესუარები უხარისხოა.
13-ყალბი სერიული ნომრები აქვს ბოთლსა თუ ყუთზე (შეამომწეთ კონკრეტული ბრენდის ოფიციალური ვებ გვერდი და სწორი სერიული ნომრები აიღეთ იქიდან).
14- თუ სუნამოს ბოთლი სპრეის სახით არის წარმოდგენილი, მისასხმელი არ მუშაობს კარგად.
15- სუნამო ატარებს უხეშ, მკვეთრ, უცნაურ სუნს. კარგავს სურნელს სხეულის კანიდან 1-2 საათში, ხოლო ქაღალდიდან- 24 საათზე ნაკლებ დროში. ორიგინალი სუნამო სხეულის კანზე მინიმუმ 5 საათი ჩერდება, ხოლო ქაღალდზე-24 საათზე მეტხანს.
16-გაითვალისწინეთ, სუნამოს ოფიციალური ბრენდები არ იყენებენ ბოთლს 100 მილიგრამზე მეტი ოდენობით. თუ სუნამოს ბოთლი 100 მილიგრამზე მეტია, დაფიქრდით.
17-თითქმის შეუძლებელია ლოსიონების გაყალბება, რადგან ეს დიდ დროს და დანახარჯებს მოითხოვს. ამიტომ უფრო მეტად ენდეთ იმ მაღაზიებსა და საიტებს, რომლებიც კონკრეტული ბრენდის სუნამოს და ლოსიონებს ერთად გთავაზობენ.
18-შეანჯღრიეთ სუნამოს ფლაკონი. ნამდვილი სუნამო 15-20 წამში წარმოქმნის ბუშტუკებს, როცა ყალბი შენჯრევისთანავე გაიჩენს მათ.










