ახალი ამბები მედია მთავარი

„მინდა გავიგო, რატომ აღარ გავა 4 გადაცემა ეთერში“

 

ჟურნალისტი შალვა რამიშვილი ამ დრომდე ცდილობს გაარკვიოს რა მიზეზით გაუწყვიტა კონტრაქტი ტელეკომპანია „იმედის” ხელმძღვანელობამ. როგორც „რამიშვილმა აცხადებს, მასთან პირად საუბარში „იმედის” დირექტორმა ვერ უთხრა გადაცემების დახურვის მიზეზი.

„იმედის” ხელმძღვანელობა არ ამბობს მიზეზს, რატომ გაწყვიტა კონტრაქტი და 40 ადამიანი დატოვა უმუშევარი. არ ვიცი ამის მიზეზი. ვარაუდები მაქვს, მაგრამ მე მაინტერესებს ტელევიზიის ოფიციალური პასუხი ამ საკითხზე. ახლა ვაპირებ გავარკვიო მიზეზი, თუ რატომ დაიხურა ეს გადაცემები. გავიგო ტელევიზიის დირექტორის პასუხი, რატომ აღარ გავა 4 გადაცემა ეთერში. პირადად მივმართე მას, მაგრამ ვერ მიპასუხა კონკრეტულად რატომ? – ოფიციალურად მივმართავ და მაინტერესებს ეს ყველაფერი. ოფიციალური მიმართვაა სწორედ ეს საჯარო განცხადებები”, – განაცხადა შალვა რამიშვილმა „პოლიტკომერსანტთან” საუბარში.

მისი თქმით, ტელეკომპანიამ ხელშეკრულება პირობების დარღვევით გაწყვიტა. თუმცა, ჟურნალისტი ამ ეტაპზე სასამართლოში დავას არ გეგმავს. „სამართლებრივად ხელშეკრულების გაწყვეტის უფლება ტელეკომპანიას არ ჰქონდა, იმიტომ რომ ყველა კონტრაქტში არის პუნქტი, რომ ერთი თვით ადრე უნდა შეგატყობინონ გაწყვეტის შესახებ. ამ საკითხზე სასამართლოში დავა, შესაძლოა შემდეგი ნაბიჯი იყოს, პირველ რიგში მაინტერესებს, კონტრაქტის პირობების დარღვევით, რატომ შეწყვიტეს თანამშრომლობა”, – აღნიშნავს ჟურნალისტი.

რამიშვილი გამორიცხავს, რომ ამ პროცესში პოლიტიკურ ქვეტექსტი და ხელისუფლების ინტერესია. „პირველი რასაც ვამბობ, კატეგორიულად გამოვრიცხავ ხელისუფლების რაიმე დაინტერესებას ამ პროცესში”, – ამბობს შალვა რამიშვილი.

შეგახსენებთ, რამიშვილმა გუშინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ტელეკომპანია “იმედმა” წინასწარი გაფრთხილების გარეშე ხელშეკრულება შეუწყვიტა.

იტვირთბა....