აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ირანული მედიის ცნობით, მსოფლიოში  ბუნებრივი აირის საბადოს უდიდესი კომპლექსი დაზიანდა

სამხრეთ პარსის გაზის საბადოზე ირანის ნავთობქიმიური კომპლექსი საჰაერო დარტყმების შედეგად დაზარალდა, – ინფორმაციას BBC-ი ირანულ საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ობიექტზე ხანძარია და ადგილზე სამაშველო და სახანძრო სამსახურები იმყოფებიან.

სამხრეთ პარსი ბუნებრივი აირის უდიდესი საბადოა მსოფლიოში, რომელზეც როგორც კატარი, ასევე ირანი ობიექტებს ამუშავებენ.

იტვირთბა....