ვაშინგტონში, რონალდ რეიგანის ეროვნული აეროპორტის მახლობლად, American Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი სამხედრო ვერტმფრენს შეეჯახა.
ოფიციალური პირების განცხადებით, თვითმფრინავი მდინარე პოტომაკში ჩავარდა. გადარჩენილებს მყვინთავები წყალში ეძებენ. Bombardier CRJ700 რეგიონულ თვითმფრინავს 60 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი გადაჰყავდა.
ავიაკომპანიის ცნობით, თვითმფრინავი ვიჩიტადან კანზასში მოდიოდა. ხოლო Black Hawk-ის სამხედრო ვერტმფრენზე არმიის სამი ჯარისკაცი იმყოფებოდა. ვერტმფრენი ვირჯინიიდან, ფორტ ბელვუარიდან აფრინდა.
რონალდ რეიგანის ეროვნულ აეროპორტში ფრენები შეჩერებულია. ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის განცხადებით, მათ მომხდარზე გამოძიება დაიწყეს.