კულინარია

თევზის და კარტოფილის სამარხვო კატლეტი

შემადგენლობა:

350 გ. თეთრი თევზის ფილე; მსხვილი კარტოფილი 3 ც. 200 მლ. რძე; 1 ჩ/კ ლიმონის წვენი; 1 ჩ/კ მდოგვი; რამდენიმე ღერი ოხრახუში; თეთრი პურის ნაჭერი; 1,5 ჭიქა საფანელი; გამდნარი (სამარხვო) კარაქი  შესაწვავად; დაფქული შავი პილპილი, მარილი გემოვნებით.

მომზადება:

კარტოფილი გათალეთ, გაატარეთ  და მიღებული მასა გაწურეთ მარლაში.

აადუღეთ რძე, დაამატეთ ცოტა მარილი, კარტოფილი და მოხარშეთ 15 წთ. ღია-თავსახურიან ქვაბში.

სანამ კარტოფილი იხარშება, დაჭერით ფილე და ოხრახუში, დაამატეთ ლიმონის წვენი და მდოგვი, ათქვიფეთ, გადაიტანეთ ჯამზე.

დაამატეთ მზა კარტოფილის პიურე, მარილი, პილპილი და კარგად აურიეთ.

მიღებული მასისგან გააკეთეთ მრგვალი კატლეტები, ამოავლეთ საფანელში და შეწვით გაცხელებულ კარაქში 5 წთ. ორივე მხრიდან.

იტვირთბა....