ჯანდაცვა

გათავისუფლდით ცელულიტისგან ერთ თვეში

ზაფხული დგება და საცურაო კოსტიუმის მორგებისთვის მზადება ყველა ქალბატონის ერთ-ერთ მთავარ გეგმად ბრუნდება. ცელულიტი, რომელსაც ასევე „ფორთოხლის კანს“ უწოდებენ, მხოლოდ ზედმეტწონიანთა პრობლემა არ არის. ცხიმის არაესთეტიკური დაგროვება კანქვეშ გამხდარი ქალბატონებისთვისაც ნაცნობია. ცელულიტის გაჩენას ხელს უწყობს არაჯანსაღი კვება, ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა, გენეტიკური მიდრეკილება, არასწორად შერჩეული სამოსი, მჯდომარე ცხოვრების წესი და სხვა მრავალი ფაქტორი. თუმცა ამ სილამაზის მტრისგან თავის დაღწევა შესაძლებელია. უფრო მეტიც, ცელულიტის მცირე დროში დაამარცხებთ, თუ:

1-არ იკვებებით საღამოს 7 საათის შემდეგ. საკვები რაციონიდან ამოიღებთ პროდუქტებს, რომლებიც შეიცავენ შაქარს, კონსერვანტებს,  ფქვილს, სწრაფი კვების პროდუქტებს, გაზირებულ სასმელებს და ალკოჰოლს.

სასურველია მთლიანად გადაერთოთ ჯანსაღი საკვების და რაც შეიძლება მეტი სასარგებლო ხილის, მწვანე ბოსტნეულის, კენკრების და სალათის ფოთლების მიღებაზე.

2-დაიტვირთებით ფიზიკურად, დღეში მინიმუმ 30 წუთს დაუთმობთ ვარჯიშს, ან -სირბილს.

3- მიმართავთ პრობლემური ადგილის მასაჟს, რომელიც სახლის პირობებშიც შესაძლებელია. ცელულიტის საწინააღმდეგოდ გამოიყენება ყავისა და თაფლის ნიღბები, მიღებული მასა წაისვით პრობლემურ ადგილებში და მასაჟი გაიკეთეთ.

ზეითუნის ზეთი და შემთბარი ხსნადი ყავა უნდა აურიოთ ერთმანეთში და შემდეგ ცელულიტის არეში  წრიული მასაჟის მოძრაობებით წაისვით. გაიკეთეთ 5 წუთიანი მასაჟი. ეფექტის გასაძლიერებლად სასურველია შემდეგ შემოიკრათ გამჭირვალე ცელოფანი და გაიჩეროთ შემდეგი 15-20 წუთი. მიმართეთ ამ მეთოდს კვირაში 3- ჯერ.

 

4-მიიღეთ ბევრი სითხე. ბევრი სითხის მიღება ყველაზე ეფექტურია ცელულიტის მოსაშორებლად. თქვენი რაციონის ¾ სითხისგან უნდა შედგებოდეს. ორგანიზმისთვის კარგია მწვანე ჩაი.

5- შეეცადეთ არ ჩაიცვათ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი. ნუ ჩაიცვამთ ძალიან ვიწრო შარვალსა და შორტებს. ვიწრო ტანსაცმელი და ზაფხულის სიცხე კანქვეშ ნივთიერებათა ცვლას შეანელებს.

იტვირთბა....