საქალაქო სასამართლოსთან „თავისუფალი ზონის“ წარმომადგენლები და ჟურნალისტი ზაზა დავითაია, ასევე მისი მხარდამჭერები ერთმანეთს დაუპისრპირდნენ. პოლიციამ ორივე მხრიდან რამდენიმე ადამიანი დააკავა.
დაპირისპირება სასამართლო პროცესის დამთავრების შემდეგ დაიწყო, რომელზეც ზაზა დავითაიას ცემის ფაქტი განიხილებოდა.
საქმეზე ბრალდებულები, ”თავისუფალი ზონის” წევრები – ფაროზ ჭკადუა და დავით გოგოხია არიან.
ხელჩართული ჩხუბი სასამართლოს ეზოში რამდეჯერმე მოხდა, თუმცა, დაპირისპირება მანდატურის სამსახურის და საპარტულო პოლიციის ჩარევის შემდეგ განიმუხტა. ამ დროისთვის სასამართლოში უკვე სიმშვიდეა.