ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ისლანდიის პრემიერმინისტრი თანამდებობიდან გადადგა

ისლანდიის პრემიერ-მინისტრი გადადგა. CNN-ის ინფორმაციით, გადადგომის მიზეზი “პანამის ფურცლები” გახდა.

თანამდებობის დატოვების მიუხედავად,  ყოფილი პრემიერი ზიგმუნდურ გუნლეგსონი “პროგრესული პარტიის” ხელმძღვანლი კვლავაც იქნება.

შეგახსენებთ, ისლანდიაში გუნლეგსონის გადადგომის მოთხოვნით მასობრივი აქცია გუშინ გაიმართა. დემონსტრაციები, Panama Papers-ის მასალების გასაჯაროებას მოჰყვა. მასალების თანახმად, პრემიერმინისტრი და მისი მეუღლე ოფშორული კომპანიის Wintris-ის მფლობელები არიან.

აღსანიშნავია, რომ ე.წ პანამურ ფურცლებში საქართველო ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც მოხვდა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ყოფილი პრემიერის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს.

იტვირთბა....