ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა უკრაინის ომი

“უკრაინა არასდროს აღიარებს ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დროს საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინა არასდროს აღიარებს ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად.
“მთელი მსოფლიოს მოკავშირეები რომც გაერთიანდნენ, ჩვენ მაინც არ ვაღიარებთ ოკუპირებულ ტერიტორიებს. ეს შეუძლებელია. ჩვენ იურიდიულად არ ვაღიარებთ მათ. ჩვენთვის ისინი ყოველთვის ოკუპირებულ ტერიტორიებად დარჩებიან, სანამ ჩვენ იქ არ დავბრუნდებით” – თქვა ზელენსკიმ.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთთან დიალოგის გამართვა ჭკვიანურად უნდა მოხდეს, რადგან აგრესორთან თანასწორად საუბრის ნებისმიერი მცდელობა უკრაინისთვის მარცხის ტოლფასია.
“პუტინის სუბიექტივიზირება ამ ისტორიაში შეცდომაა. მან ყველაფერი დაარღვია. ის დამნაშავეა და ეს უნდა გააცნობიეროს. მაგრამ ის ვერ შეჩერდება, თუ მასთან თანაბარ პირობებში ვისაუბრებთ – ეს უკრაინისთვის მარცხია, ჩვენ ყველა შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ, რომ ომის ცხელი ფაზა დასრუდეს.” – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

იტვირთბა....