ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სასამართლომ აქციების დროს დაკავებული არჩილ მუსელიანცი პატიმრობაში დატოვა

სასამართლომ, არჩილ მუსელიანცი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვიდეოსათვალთვალო კამერის სადენებისთვის ცეცხლის წაკიდების ბრალდებით დააკავა, პატიმრობაში დატოვა. სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, რომელიც პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვდა.
დაკავებულმა არჩილ მუსელიანცმა თქვა, რომ ბრალდებას არ აღიარებს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.
არჩილ მუსელიანცს 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
შეგახსენებთ, რომ არჩილ მუსელიანცი 2024 წლის 30 ნოემბერს დააკავეს. ის დაკავებული იყო ადმინისტრაციული მუხლით, თუმცა შემდეგში აღნიშნული მუხლი სისხლის სამართლით ჩადენილი დანაშაულით, 187-ე მუხლის მეორე ნაწილით გადაუკვალიფიცირდა, რაც სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას და განადგურებას გულისხმობს.

იტვირთბა....