2016 წლის საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს ჩატარდება – ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. მანამდე კი ის პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა.
მისი თქმით, შესაბამისი დოკუმენტაცია კონტრასიგნაციისთვის პრემიერ მინისტრს დღეს გადაეგზავნება.
“პრემიერ-მინისტრთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან მქონდა ნაყოფიერი შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც მიმოვიხილეთ რეგიონში არსებული ვითარება და კოორდინირებული მუშაობა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ საქართველოსა და რეგიონის სასიკეთოდ.
სამთავრობო ცვლილებები, ან საკადრო თემები დღევანდელ შეხვედრაზე არ განხილულა”, – განაცხადა მარგველაშვილმა.