ახალი ამბები მედია მთავარი

რა მოხდა „იმედში“: შალვა რამიშვილს განმარტების გარეშე უშვებენ

 

„მეგობრებო, „იმედთან“  ჩემი საქმიანი ურთიერთობა დასრულდა!“- ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ ტელეწამყვანმა შალვა რამიშვილმა დაწერა.

„მეგობრებო, „იმედთან“  ჩემი საქმიანი ურთიერთობა დასრულდა!

დღეს იმ კომპანიამ რომელიც „იმედის“ დაკვეთით ამზადებს „ილო ბეროშილის შოუს“, „ერთხელ საქართველოში”, ეთერში ჯერ არ გასულ სერიალს „2 გოგოს” უზრუველყოფს ჩემს მონაწილეობას გადაცემა „პოლიტიკაში” „იმედისაგან“ მიიღო წერილი რომ ყველა ხელშეკრულება შეჩერებულია. მიზეზი ახსნილი არ არის.

შესაბამისად, ამ პარასკევს მე ვერ წავიყვან თეონასთან ერთად „პოლიტიკას” . კვირას ვერ გავა „ილო ბეროშილის შოუ”, ჩერდება გადაღების პროცესში მყოფი ახალი სერიალი.

ვაპირებ ვითარების გარკვევას“ – წერს სოციალურ ქსელში შალვა რამიშვილი.

როგორც შალვა რამიშვილმა „პირველ რადიოსთან“ საუბარში აღნიშნა, კომპანიისთვის „იმედიდან” გამოგზავნი წერილში მიზეზები განმარტებული არ არის.

„რაღაცებს შეიძლება ვუკავშირებ, რაღაცეებს შეიძლება არ ვუკავშირებ, მაგრამ ამაზე საუბარი არ მინდა, იმიტომ, რომ ჩვენ არ ვართ ხელშეკრულების გაწყვეტის ინიციატორები. ვინც გაწყვიტა, ტელეკომპანია “იმედს” ძალიან ვთხოვთ კეთილი ინებონ და განმარტონ, რომ ეს ჩემი გადაცემები არის საზოგადოებრივი ინტერესის საგანი, როგორც პოლიტიკური ისე გასართობი ხასიათის, შესაბამისად ვალდებულებაც აქვს ტელეკომპანია იმედს განმარტოს საზოგადოებისთვის და ჩემთვის, რატომ გამოგზავნა ეს წერილი კომპანიაში”, – განაცხადა შალვა რამიშვილმა.

 

იტვირთბა....