ახალი ამბები ვიდეო მთავარი

თბილისში რუსული სამხედრო მანქანები გამოჩნდა

ცოტა ხნის წინ თბილისში რუსული სამხედრო მანქანები გამოჩნდა. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გაჩერებულ რუსულნომრიან ავტომანაქანებში მძღოლები არ იმყოფებიან.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, შსს-ს და უშიშროების სამსახურის წარმომადგენლები.

კურიერს შსს-ში განუცხადეს, რომ მანქანები შესყიდულია კერძო პირის მიერ რუსეთის ფედერაციაში. უწყებაში აცხადებენ, რომ ეს ავტომანქანები ჩამოწერილ ტექნიკას წარმოადგენს და მოძრაობს ტრანზიტული სანომრე ნიშნებით. ეს ნიშნები რუსული სანომრე ნიშნებია.

თუმცა, შსს-თვის უცნობია, რატომ არის ავტომანქანები  აქ გაჩერებული და სად არიან მძღოლები.

კურიერმა შეძლო, გადაეღო ავტომანქანების საბარგულები, სადაც არის საველე მოწყობილობა, ყუთები, გასაშლელი კარვები და ასევე გასაშლელი მაგიდები და საკმები. მანქანების კარებები დალუქული იყო და ახლა ჩანს, რომ ეს ლუქი მოხსნილია.

იტვირთბა....