„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორს, მზია ამაღლობელს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.
წინასასამართლო სხდომა 4 მარტს, 11:00 საათზე ჩაინიშნა.
შეგახსენენბთ, მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მუხლი 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
მზია ამაღლობელი ბათუმში, 11 იანვარს, აქციაზე დააკავეს.