დღეს, 13 იანვარს, ბრალი წარუდგინეს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორს, მზია ამაღლობელს.
პროკურატურა მას ბრალს სდებს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით – მას ბათუმის პოლიციის უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე, თავდასხმას ედავებიან.
ბრალის დადასტურების შემთხვევაში მზია ამაღლობელს ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
შეგახსენებთ, 11 იანვარს, ბათუმში, მთავრობის სასახლის წინ გამართულ აქციაზე ამაღლობელი პოლიციასთან დაპირისპირების მოტივით დააკავეს.