აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში მხარდაჭერა გამოუცხადა ვენესუელის მოსახლეობას, რომლებიც თავისუფლებისთვის იბრძვიან. ტრამპმა ნიკოლას მადუროს ოპონენტი, ოპოზიციური ლიდერი ედმუნდო გონსალესი, ვენესუელის ლეგიტიმურ პრეზიდენტად მოიხსენია.
“მარია კორინა მაჩადო და არჩეული პრეზიდენტი გონსალესი მშვიდობიანი გზით გამოხატავენ ვენესუელის ხალხის ნებას და წინააღმდეგობას უწევენ რეჟიმს. მათთან ერთად ასობით ათასი ადამიანი დგას, რომლებიც თავისუფლებისთვის იბრძვიან.
აშშ-ში მცხოვრები ვენესუელელების დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს თავისუფალ ვენესუელას, და მე მათ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ.
ამ მამაც ადამიანებს საფრთხე არ უნდა დაემუქროს – მათი უსაფრთხოება და სიცოცხლე დაცული უნდა იყოს!” – დაწერა ტრამპმა.