„აზერბაიჯანის ავიახაზების“ ჩამოვარდნილი თვითმფრინავის შავი ყუთების გასაშიფრად ბრაზილიაში რუსი, ყაზახი და აზერბაიჯანელი სპეციალისტები ჩადიან – ინფორმაციას რუსული მედია ბრაზილიის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
“საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ კონვენციის მე-13 დანართის შესაბამისად და ყაზახეთის საავიაციო შემთხვევების გამოძიების დეპარტამენტის მოთხოვნის საპასუხოდ, საავიაციო შემთხვევების გამოძიებისა და მოხსენების ცენტრი მიიღებს მათ სამ წარმომადგენელს და ამ ქვეყნის მიერ მოწვეულ სპეციალისტებს – სამს აზერბაიჯანიდან და სამს რუსეთიდან“ – აცხადებენ უწყებაში.
წყარო: ipn.ge