რუსთავში მესხიშვილის ქუჩაზე დადგმულ ქანდაკებას, რომელსაც საზოგადოებაში, სოციალურ ქსელებში დღეს დიდი გამოხმაურება მოყვა, აიღეს. რუსთავის მერმა გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ რუსთაველების აზრი გაითვალისწინეს:
“ქანდაკებამ, რომელიც მესხიშვილის ქუჩაზე დავდგით, საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია, ვითვალისწინებთ რუსთაველების აზრს და ქანდაკებას ვიღებთ” – ამბობს ნინო ლაცაბიძე.