“რამდენიმე წუთის წინ, აბაშიძეზე, გაიტაცეს ვატო ბჟალავა. თავის ცუგას ასეირნებდა და ძაღლი ხეზე მიაბმევინეს. სახლშიც არ ააყვანინეს, ისე გაიტაცეს. არ არის ორთაჭალაში და ვეძებთ!”, – წერს აქტივისტი, ნათია ჩიქოვანი Facebook-ზე.
არსებული ინფორმაციით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავებიან, რაც პოლიციის დაუმორჩილებლობას ითვალისწინებს. ასევე დაუდასტურებელი ინფორმაციით, ბჟალავა დიღმის პოლიციის სამმართველოს წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაჰყავთ.