ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მეტრონომის” დამფუძნებელი სოლიდარობას უცხადებს “მთავარ არხს” და მზაობას გამოთქვამს 10 000 ლარი გადარიცხოს მათი საქმიანობის მხარდასაჭერად

“მეტრონომის” დამფუძნებელი, დავით ბეჟუაშვილი სოლიდარობას უცხადებს “მთავარ არხს” და გმობს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას ფინანსური თუ სხვა ნებისმიერი ფორმით ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანეს მომენტში.

ის მზაობას გამოთქვამს 10 000 ლარი გადარიცხოს “მთავარი არხის” ჟურნალისტების საქმიანობის მხარდასაჭერად.

ცნობისთვის, გუშინ “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა, გიორგი გაბუნიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა ჩაერთოს “ოცნებისგან” წამოწყებულ ძალადობაში და დახუროს “მთავარი არხი”.

“მეტრონომის” რედაქცია სოლიდარობას უცხადებს “მთავარი არხის” ჟურნალისტებსა და თანამშრომლებს.

იტვირთბა....