საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში ევროპარლამენტარებთან შეხვედრას მართავს.
არსებული ინფორმაციით, მანამდე, ევროპარლამენტარები სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერებსაც შეხვდნენ, კერძოდ, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლებს.