ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოს პარლამენტის შენობაში „უსაფრთხოების ყვითელი დონე” გააუქმეს

საქართველოს პარლამენტის შენობაში „უსაფრთხოების ყვითელი დონე” გააუქმეს – ინფორმაცია, რომ „უსაფრთხოების ყვითელი დონე” გაუქმებულია, პარლამენტის პრესსამსახურმა გასულ ღამით გაავრცელა.

პარლამენტში პროფესიულ საქმიანობას შეძლებენ ყველა მედიასაშუალების ჟურნალისტები და არა მხოლოდ ტელემედიის.

საქართველოს პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების „ყვითელი” თუ „წითელი” დონეები ცხადდება მეათე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ 2023 წლის სექტემბერში გამოცემული ბრძანების საფუძველზე.

„უსაფრთხოების ყვითელი დონე” ნიშნავს, რომ შენობაში, მათ შორის კომიტეტების და პლენარულ სხდომებზე, დაიშვებიან „მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მიწვეული პირები” და მხოლოდ ტელემედიის ჟურნალისტები.

თუ „წითელი დონე” მოქმედებს, შენობაში ვერ შევა ვერავინ, გარდა „პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ საფრთხის სპეციფიკისა და მისი თავიდან აცილების საჭიროების შესაბამისად განსაზღვრული პირებისა”.

იტვირთბა....