ამ საღამოს აქციის კიდევ ერთი მონაწილე დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, გიორგი შატბერაშვილი რუსთაველის გამზირიდან სახლში ბრუნდებოდა, ტაქსით სახლთან მივიდა, რა დროსაც დააკავეს.
2 საათის განმავლობაში მას ოჯახი ვერ უკავშირდებოდა, მოგვიანებით კი შატბერაშვილის ცოლს დაურეკეს და შეატყობინეს, რომ ის ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული, თუმცა სადაა გადაყვანილი, უცნობია.