ახალი ამბები

“ნებისმიერი სანქციების გამოცხადება, რომელიც ივანიშვილს არ მოიცავს, უდიდესი შეცდომა იქნება”- იან კელი და დევიდ კრამერი

იან კელიმ, აშშ-ის ყოფილმა ელჩმა საქართველოში, და დევიდ კრამერმა, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, გამოაქვეყნეს განცხადება, რომელშიც ისინი ბაიდენის ადმინისტრაციას მოუწოდებენ დაუყოვნებლივ იმოქმედოს საქართველოს დემოკრატიის დასაცავად და ოლიგარქი ივანიშვილი დაასანქციროს.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ საქართველო, როგორც სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქვეყანა, დგას ძალადობრივი ერთპარტიული რეჟიმის საფრთხის წინაშე და სჭირდება დასავლეთის მტკიცე მხარდაჭერა, რათა თავიდან აიცილოს ავტორიტარიზმისა და პრორუსული პოლიტიკის გავრცელება.

განცხადების სრული ტექსტი ქართულად:

“საქართველო დგას ძალადობრივი ერთპარტიული რეჟიმის საფრთხის წინაშე. ბაიდენის ადმინისტრაციამ დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს, რათა შეაჩეროს მისი სვლა. პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ქვეყანა საქართველო ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ბაიდენის ადმინისტრაციას შეუძლია დიდი ცვლილება მოახდინოს გლობალური კრიზისის გადაწყვეტაში. ასიათასობით ქართველი, უმეტესად ახალგაზრდა, თავისი თავისუფლებისა და სიცოცხლის რისკის ფასად გადის ქუჩებში, რათა აჩვენოს, რომ მათ სურთ დემოკრატიული მომავალი დასავლეთთან, და არა რუსეთთან.

თუმცა, აშშ-ს ადმინისტრაცია სათანადოდ არ რეაგირებს, თითქმის ორი კვირის განმავლობაში, მმართველი პარტიის მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების ღამის დარბევების წინააღმდეგ. 400-ზე მეტი ადამიანი დაკავებულია და “როიტერსის” ინფორმაციით, ასობით დემონსტრანტი და ათობით პოლიციელი დაშავდა. ომბუდსმენმა უკვე ერთი კვირის წინ დაადგინა, რომ პოლიცია იყენებდა “ძალადობრივ მეთოდებს მოქალაქეების დასასჯელად” მათი აზრის გამოხატვის გამო.

ამ ქაოსის მთავარი ფიგურა ბიძინა ივანიშვილია, ქართველი ოლიგარქი, რომელმაც თავისი ქონება რუსეთში მოიპოვა და შემდეგ “ქართული ოცნების” პარტია ჩამოაყალიბა, რომელიც მმართველი ძალაა 2012 წლიდან. აშშ-ს მთავრობამ დაუყოვნებლივ და საჯაროდ უნდა დააწესოს სანქციები ივანიშვილსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეზე, რომელმაც 28 ნოემბერს, სავარაუდოდ ივანიშვილის მითითებით, გამოაცხადა, რომ საქართველო აჩერებს ევროკავშირთან მოლაპარაკებებს.

იმ ფონზე, რომ საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 80% მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას, გასაკვირი არ არის, რომ კობახიძის განცხადებამ მასიური პროტესტი გამოიწვია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ, სერიოზული პრობლემებით აღინიშნა.

სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 4 დეკემბერს აღნიშნა, რომ განიხილებოდა სანქციების დაწესება “იმ პირთა წინააღმდეგ, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს” საქართველოში. მან დასძინა: “ქართული ოცნების” პარტიის ძალადობრივი და დაუსაბუთებელი ქმედებები მშვიდობიანი დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის წევრების წინააღმდეგ მიუღებელია.”

მიუხედავად ამისა, 9 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღის წინ, სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციების სიაში საქართველო არ შეიყვანა. ამით აშშ-ს მთავრობა აშკარად აგვიანებს დემოკრატიის დასაცავად საჭირო ნაბიჯების გადადგმას, რაც ხელს აძლევს ივანიშვილსა და მის მოკავშირეებს.

გლობალური მაგნიტსკის აქტისა” და დაკავშირებული ორგანოების მეშვეობით, აშშ-ის მთავრობას აქვს შესაძლებლობა შემოიღოს სანქციები ივანიშვილის, კობახიძისა და “ქართული ოცნების” სხვა ლიდერი ფიგურების წინააღმდეგ საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევებისთვის (რაც მშვიდობიანი დემონსტრანტების სასტიკ დარბევასაც მოიცავს), და კორუფციისთვის. “გლობალური მაგნიტსკის აქტის” ფარგლებში სანქციებმა შეიძლება მოიცვას შეერთებულ შტატებში მგზავრობისთვის ვიზების უარყოფა და “განსაზღვრული პირების აშშ-ის იურისდიქციაში მთელი საკუთრებისა და საკუთრებაში ინტერესების” დაბლოკვა.

ასევე, სასანქციო სიაში უნდა იყვნენ “ქართული ოცნების” კონტროლის ქვეშ მყოფი პარლამენტის ყველა წევრი, ვინც ხმა მისცა რუსული სტილის კანონმდებლობას, რომელიც სამიზნეში იღებს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას და მედიას, ისევე როგორც LGBTQ+ საზოგადოებას. მსგავსი ზომების პრეცედენტი შეიძლება იყოს მსგავსი სანქციები, რომლებიც რუსეთის პარლამენტის წევრების წინააღდეგ იქნა შემოღებული 2022 წელს უკრაინაში ვლადიმირ პუტინის ფართომასშტაბიანი შეჭრის მხარდაჭერისთვის. და ვაშინგტონმა უნდა გააფრთხილოს პოლიციისა და სამხედრო ოფიცრები, რომლებიც მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევაში მონაწილეობენ, რომ “გლობალური მაგნიცკის აქტის” ფარგლებში ისინიც იქნებიან სამიზნეში ამოღებული…

ბაიდენის ადმინისტრაციამ მშვიდობიანი დემონსტრანტებისადმი არაორაზროვანი მხარდაჭერის სიგნალი უნდა გასცეს, რასაც ივანიშვილის დასანქციება იზამს. და ეს მორალური მხარდაჭერა იქნება საგარეო და თავდაცვის სამინისტროებში და სხვაგან 100-ზე მეტი ქართველი ოფიციალური პირისთვის, ვინც მამაცად გადადგა თავისი თანამდებობებიდან იმის პროტესტის ნიშნად, რაც ივანიშვილმა და კობახიძემ გააკეთეს…

პრეზიდენტი ზურაბიშვილი შაბათ-კვირას პარიზში ღვთისმშობლის ტაძრის ხელახლა გახსნაზე პრეზიდენტად არჩეულ დონალდ ტრამპს ესაუბრა. თუ მიმავალი ადმინისტრაცია ვერ იმოქმედებს, იმედი არსებობს, რომ მომავალი [ადმინისტრაცია] გააკეთებს სწორ რამეს. მაგრამ მანამდე შესაძლოა ძალიან გვიანი აღმოჩნდეს. ბევრი ადამიანი შეიძლება იქნას დაპატიმრებული, დაშავებული, შეიძლება მოკლულიც კი აწმყოდან მაგ მომენტამდე,” – ნათქვამია განცხადებაში”, – წერია განცხადებაში.

იან კელისა და დევიდ კრამერის მოწოდება მკაფიოა: აშშ-ს მხარდაჭერა გადამწყვეტი იქნება საქართველოს დემოკრატიული მომავლის უზრუნველსაყოფად.

იტვირთბა....