ახალი ამბები მთავარი

რაზე ისაუბრეს ბიძინა ივანიშვილმა და ემანუელ მაკრონმა – ვრცლად დეტალები

ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ესაუბრა – დიალოგის ინიციატორი ფრანგი ლიდერი იყო. ინფორმაციას “ქართული ოცნება” ავრცელებს.

“ემანუელ მაკრონმა საქართველოში შექმნილი ვითარების გამო წუხილი გამოთქვა და ამ ვითარების სრულად განმუხტვაში თავისი წვლილის შეტანის სურვილი გამოთქვა”
– წერია ინფორმაციაში.

პარტიის ცნობით, საუბარი ერთ საათს გაგრძელდა. განცხადების თანახმად, მომდევნო დღეებში კვლავ შედგება კონტაქტი.

გავრცელებული ინფორმაციით საუბარი შედგა შემდეგ თემებზე:

1) მაკრონის შუამავლობით ტრამპმა საქართველოს პრეზიდენტისგან მოისმინა ინფორმაცია ჩვენს ქვეყანაში არსებული რეჟიმის მიერ შექმნილი სიტუაციის შესახებ;

2) მაკრონი უშუალოდ ჩაერთო და აიღო პასუხისმგებლობა ესაუბროს ტრამპს საქართველოზე;

3) მაკრონმა ივანიშვილს გაუზიარა აშშ-ს, ევროკავშირის და მისი, ევროპის ლიდერის პოზიცია (ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქეა);

4) მაკრონმა განაცხადა, რომ
პროგრესის დინამიკის შეფასებისთვის, საუბრები ივანიშვილთან მომავალშიც გაიმართება და მაკრონი აქ მთელს დასავლეთს წარმოადგენს

5) ასევე, ევროპული ტელევიზიიდან გვაქვს ინფორმაცია, რომ მაკრონმა მოითხოვა სალომე ზურაბიშვილისადმი არ მოხდეს პოლიტიკური დევნა ან ზეწოლა.

იტვირთბა....