EU საქართველოს დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის უვიზოს შეჩერებას განიხილავს – ინფორმაციას რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი ავრცელებს.
“EU განიხილავს საქართველოსთვის დიპლომატიური პასპორტების რეჟიმის შეჩერებას. გადაწყვეტილებისთვის საჭიროა მხოლოდ კვალიფიციური უმრავლესობა.
გადაწყვეტილება შესაძლოა დადგენილ ვადაზე, 16 დეკემბრის სხდომაზე ადრე იქნეს მიღებული. ერთი საკითხია, რომ ჩინოვნიკებს აქვთ “ნორმალური” [მოქალაქის] პასპორტები, რის გამოც ეს ძირითადად სიმბოლური ჟესტია” – წერს იოზვიაკი.
აღსანიშნავია, რომ დიპლომატიურ პასპორტს საქართველოს მთავრობა ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლებსა და მათი ოჯახის წევრებზე გასცემს.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხზე 16 დეკემბერს იმსჯელებენ.