აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

პარლამენტმა “ქართული ოცნების” რვა წევრს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყვიტა

საქართველოს ა პარლამენტმა დღევანდელ სხდომაზე ოცნების რვა წევრს, მათივე მოთხოვნის საფუძველზე, დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყვიტა.

საპარლამენტო მანდატები პარტიის დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს, პარტიის თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილს, ირაკლი კობახიძეს, პრეზიდენტობის კანდიდატ მიხეილ ყაველაშვილს, ანრი ოხანაშვილს, მაკა ბოჭორიშვილს, მარიამ ქვრივიშვილსა და დავით სონღულაშვილს შეუჩერდათ.

მანდატების შეწყვეტის დადგენილების წინააღმდეგი არავინ ყოფილა.

კონსტიტუციონალისტები და იურისტები თვლიან, რომ, სანამ არჩევნების შედეგები, შესაბამისად, 150-ვე დეპუტატის არჩევის კანონიერება საკონსტიტუციო სასამართლოში იყო გასაჩივრებული, დეპუტატების უფლებამოსილების ცნობა უკანონო და არაკონსტიტუციურია.

იტვირთბა....