დღეს “ქართულმა ოცნებამ” პარლამენტში ბიძინა ივანიშვილს უფლებამოსილება ვადამდე შეუჩერა. აღნიშნულის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტზე იმსჯელეს.
” ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა თანხმობა უფლებამოსილების შეწყვეტაზე. კომიტეტს მიაჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის, მეხუთე პუნქტის შესაბამისდ, პარლამენტის წევრს, ბიძინა ივანიშვილს, ვადამდე შეუწყდეს უფლებამოსილება”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
დღევანდელ კომიტეტზე უნდა იმსჯელონ ირაკლი კობახიძისთვის და მიხეილ ყაველაშვილისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტაზეც.
შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში თითქმის ყველა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განცხადება დევს მანდატების გაუქმების მოთხოვნით, თუმცა “ქართული ოცნება” მათ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს.