ახალი ამბები მთავარი

“ნულოვანი ლეგიტიმაცია თვითგამოცხადებული პარლამენტის მიერ არჩეულ “პრეზიდენტს” ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ!” – ნიკა გვარამია

ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ არ აღიარებს არალეგიტიკური პარლამენტის არჩეულ პრეზიდენტს და სრულ მხარდაჭერას უცხადებს სალომე ზურაბიშვილს.

“მხოლოდ ახალი ( არავითარი რიგგარეშე) არჩევნები!
მხოლოდ ახალი, მაღალი საერთაშორისო ჩართულობის ადმინისტრაციით!
მხოლოდ სალომე ზურაბიშვილის აღიარება, როგორც საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენლის!
ნულოვანი ლეგიტიმაცია თვითგამოცხადებულ პარლამენტს ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ!
ნულოვანი ლეგიტიმაცია თვითგამოცხადებულ მთავრობას ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ!
ნულოვანი ლეგიტიმაცია თვითგამოცხადებული პარლამენტის მიერ არჩეულ “პრეზიდენტს” ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ!
ძირს ნიღბიანების დიქტატურა!
დიდება საქართველოს! დიდება თავისუფლებას!” – წერია განცხადხებაში

შეგახსენებთ პრეზიდენტის არჩევნები შედგება 14 დეკემბერს, ინაუგურაციის დღედ 29 დეკემბერი განისაზღვრა. პრეზიდენტობის კანდიდატად “ართულმა ოცნებამ” მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა.

იტვირთბა....