მედიის წარმომადგენლებმა, ნაძვის ხეზე, რომელსაც პარლამენტის წინ ამონტაჟებენ, საპროტესტო აქციებზე დაშავებული და ნაცემი ადამიანების ფოტოები ჩამოკიდეს.
კონსტრუქციას, რომელზეც მედიის წარმომადგენლებმა ნაცემი ჟურნალისტების და ოპერატორების ფოტოები ჩამოკიდეს, ახლა საპატრულო პოლიცია იცავს.
აქციის მონაწილეები მხარდაჭერას უცხადებენ მედიის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს თავდასხმის ობიექტი გახდნენ.