პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი ამ წუთებში საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ხვდება.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი პარიზში ხუთი წლის წინ გაჩენილი ხანძრის შემდეგ რესტავრირებული ნოტრ-დამის გახსნის ცერემონიას დაესწრო, რომელსაც 40-მდე ქვეყნის მთავრობის ლიდერი ესწრებოდა.
სალომე ზურაბიშვილი შეხვდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს, ამერიკელ ბიზნესმენს, მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის მომავალ ხელმძღვანელ ილონ მასკს, ასევე იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონის.