ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“რესპუბლიკის მოედანზე“ მედიის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

“რესპუბლიკის მოედანზე“ მედიის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს – ადგილზე სხვადასხვა მედიასაშუალების ოპერატორები და ჟურნალისტები არიან შეკრებილი.

აქციის მონაწილეები მხარდაჭერას უცხადებენ მედიის იმ წარმომადგენლებს, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე აქციებზე პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს თავდასხმის ობიექტი გახდნენ.

“მედიაზე ძალადობა ეს არის ყველაზე დიდი გამოხატულება ყველაზე დიდი სისუსტის. ის რაც ჩვენ გუშინ ვნახეთ ეს ძალადობა არ იყო, ეს არის მკვლელობის მცდელობა, ნამდვილად ასე დავარქმევ, იმიტომ, რომ ძალიან დიდი შანსი იყო ისევე როგორც გურამ როგავას შემთხვევაში, ასევე მაკა ჩიხლაძის და გიორგი შეწირულის შემთხვევაში ეს ამბავი დამთავრებულიყო საშინელი შედეგით….” – განაცხადა ჟურნალისტმა ნინო ზაუტაშვილმა.

იტვირთბა....