ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ინფორმაციით, აქციაზე დაკავებულმა გიორგი ახობაძემ მშრალი შიმშილობა დაიწყო

თამარ მეფის გამზირზე მანქანით გადაადგილების დროს დაკავებულმა ექიმმა, გიორგი ახობაძემ მშრალი შიმშილობა დაიწყო – ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი, ანა ყურაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

ახობაძე სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით არის დაკავებული, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვას ან გადაგზავნას გულისხმობს.

“დააკავეს George Akhobadze, რომელსაც ჩაუდეს ნარკოტიკი. გამოაცხადა შიმშილობა. გიორგის ჰყავს ინსულტიანი დედა და სჭირდება მუდმივი ყურადღება” – წერს ანა ყურაშვილი.

იტვირთბა....