სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი, შესაძლოა, ავიაკატასტროფაში დაიღუპა – აღნიშნულის შესახებ „როიტერი“ სირიულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გავრცელებული ცნობით, ბაშარ ასადის თვითმფრინავი დამასკოს აეროპორტიდან აფრინდა და თავდაპირველად სირიის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს მიმართულებით გაემართა, მაგრამ შემდეგ მკვეთრად შემობრუნდა და საპირისპირო მიმართულებით გაფრინდა.