თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, 2025 წლისთვის დედაქალაქის საახალწლო სლოგანი „გამარჯვებებით სავსე ქალაქი“ იქნება. ამ წარწერას უკვე ამონტაჟებენ თბილისის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე.
ამავდროულად პარლამენტთან ნაძვის ხის მონტაჟი გრძელდება. ტერიტორია შემოსაზღვრეს რკინის ჯებირებით. ადგილზე ამ დრომდე პოლიციაა მობილიზებული.