ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ბექა ყორშიას მანქანაში ფიზიკურად გაუსწორდნენ, ეძებდნენ მის ტელეფონს, რომელიც თან არ ჰქონდა” – ადვოკატი ვიქტორ კვიტატიანი

“ბექა ყორშიას მანქანაში ფიზიკურად გაუსწორდნენ, ეძებდნენ მის ტელეფონს, რომელიც თან არ ჰქონდა”- ამის შესახებ ადვოკატმა ვიქტორ კვიტატიანმა განაცხადა.

“ბექა მხნედ არის. მსუბუქად არის ნაცემი. დაცვის უფლებით ვერ სარგებლობდა 4 საათის განმავლობაში, მას ვერ ვპოულობდით არ ვიცოდით სად იყო. ბექასთან მიმართებაში პირველი რაც უნდოდა ეს იყო, რომ ეძებდნენ მის ტელეფონს. მაგრამ არ გაუმართლათ, ბექას ტელეფონი თან არ ჰქონდა, შემდეგ დაიწყეს მის გადაცემებზე ლაპარაკი, რაც დეტალურად იცოდნენ.

ბექა დააკავეს მეტროს მიმდებარედ, ნიღბიანი პირები მივარდნენ და დააკავეს. მანქანაში ფიზიკურად გაუსწორდნენ, ოღონდ სხვებთან შედარებით მსუბუქად. ბექას ედავებიან პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას. რაც უსაფუძვლოა.” – განაცხადა ვიქტორ კვიტატიანმა.

იტვირთბა....