ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდნენ მსახიობს, გიორგი მახათაძეს. როგორც დაზარალებული ამბობს, ადგილზე იმყოფებოდა პოლიციის ეკიპაჟი, არაერთი თანამშრომლით, მაგრამ მათ რეაგირება არ მოუხდენიათ და თქვეს, რომ მომხდარი არ დაუნახავთ.
“უყურებდი 30 კაცი “დუბინკით” როგორ მცემდა. ჩვენ თავს აკვლევინებ? დაგვიცავით” – მიმართა მსახიობმა პოლიციას.