მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს ბრალი წარუდგინეს.
მისი ადვოკატი, თორნიკე მიგინეიშვილი “TV პირველთან” ამბობს, რომ ჭიჭინაძეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან.
“საგამოძიებო ორგანომ ვერ გაბედა ასეთი თავხედობაც, რომ უშუალოდ ორგანიზება დაებრალებინა ანდროსთვის. მას მონაწილეობას ედავებიან, როგორც სხვა ბრალდებულებს. ამ შემთხვევაშიც ბრალი არის დაუსაბუთებელი, არანაირი მტკიცებულება ჩამონათვალში არ ჩანს. რაც არის ჩამონათვალი, არის ძალიან ზოგადი. ვერ ვხვდებით, რა მტკიცებულება შეიძლება წარმოადგინოს პროკურატურამ იმიტომ, რომ როგორც ჩვენ ვიცით და როგორც ბრალდებული აღნიშნავს, არანაირ უკანონო ქმედებას მისი მხრიდან არ ჰქონდა ადგილი. ანდრო საზოგადოებას მხარდაჭერისთვის უდიდეს მადლობას უხდის”, – თქვა ადვოკატმა.